ნახატების კონკურსი „ მე ვხედავ მზეს“
2017 წლის აპრილში
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეამ გამოაცხადა ნახატების კონკურსი „ მე ვხედავ მზეს“, რომელიც საშუალებას აძლევს, როგორც სახელოვნებო, ასევე საგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებს
წარმოაჩინონ და საზოგადოებას გააცნონ თავიანთი შესაძლებლობები ხელოვნებისა და ლიტერატურის მიმართულებით.
კონკურსის მიზანია: მეტი ჯანსაღი, კულტურული და თვითრეალიზებული მომავალი თაობა, რომლის სიძლიერე საქართველოს სიძლიერეა. ამ კონკურსისთვისთვის ანასთან დავგეგმე შემდეგი ჩასატრებელი გაკვეთილები, რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით განვახორციელე. დაგვჭირდა სამი გაკვეთილი - ესენია:
პირველი გაკვეთილი - ესკიზი და განწყობილება 16 მარტი
საქმიანობა - ამ გაკვეთილზე ვისაუბრეთ ნოდარ
დუმბაძის რომანების შესახებ და მოსწავლემ არჩევანი შეაჩერა რომანზე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. ანამ გაიხსენა
ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ფილმი და ამოარჩია სიუჟეტი, რომელშიც ბებია
ჯარისკაცებისათვის წინდებს ქსოვს. დაიწყო პრაქტიკული სამუშაო.
მიზანი - მოსწავლემ შეძლოს ნამუშევარში სასურველი განწყობილების გადმოცემა ესკიზის საშუალებით და სიუჟეტით აღძრულ განწობილებაზე საუბარი
მიზანი - მოსწავლემ შეძლოს ნამუშევარში სასურველი განწყობილების გადმოცემა ესკიზის საშუალებით და სიუჟეტით აღძრულ განწობილებაზე საუბარი
მუშაობის ფორმა - ინდივიდუალური;
აქტივობა - საუბარი, კითხვა-პასუხი, სასურველი თემის არჩევა საკონკურსოდ და რომელ გამომსახველობით მასალებსა და ხერხებს გამოიყენებს თემიდან გამომდინარე სიუჟეტის შესაქმნელად;
რესურსი - ფურცლები, უბრალო ფანქრები და საშლელი;
შეფასება - მოსწავლის მიერ ესკიზის საშუალებით გადმოცემული სიუჟეტი ნამუშევარში.

შედეგი -ე.ს.გ.VI.4; მოსწავლე აცნობიერებს
სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია მათი
გამოსახვა ნამუშევარში.
·
იღებს იდეებს სხვა საგნებში განვლილი მასალიდან და გამოსახავს მათ
ნამუშევარში.
ე.ს.გ.VI.8.- მოსწავლეს ესმის და
შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება
არის თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალება.
·
საუბრობს ინფორმაციაზე, რომელიც მიიღო სპექტაკლიდან, ფილმიდან,
ფერწერული/გრაფიკული ნამუშევრებიდან, წიგნის ილუსტრაციებიდან;
გაკვეთილი მეორე - ჩანაფიქრი და ნამუშევარი 10 მაისი
საქმიანობა - ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა ეტაპებს გადის ჩანაფიქრი ხორცშესხმამდე და თვითონ როგორ მოახერხებს ჩანაფიქრის განხორციელებას - რა მასალებით,
როგორი მონასმებითა და ხერხებით. როგორ დაუკავშირებს ნაწარმოებში ასახულ სცენას ერთმანეთს. გადავდივართ პრაქტიკულ სამუშაოზე, რომელშიც საუბრობს და გამოსახავს ბებიასა
და ყოფითი ცხოვრების ამსახველ სცენას.
მიზანი - მოსწავლეს გამოუმუშავდეს, ჩანაფიქრის შესაბამისად , შესასრულებელი სამუშაოს ეტაპობრივად დაგეგმვისა და ამ ეტაპების ერთმანეთთან დაკავშირების უნარ-ჩვევები;
აქტივობა - საუბარი, კითხვა-პასუხი, პრაქტიკული სამუშაო;
მუშაობის ფორმა - ინდივიდუალური;
რესურსი - მუყაოს ქაღალდი , ფანქარი, საშლელი, გუაში და ფუნჯები;
შეფასება - შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვისა და ამ ეტაპების თანამიმდევრულად გავლის უნარი;
შეფასება - შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვისა და ამ ეტაპების თანამიმდევრულად გავლის უნარი;
შედეგი - ე.ს.გ VI.5.. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს
და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო“
·
ამოცანიდან გამომდინარე განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმდევრობას;
გაკვეთილი მესამე - სურათის აგების ხერხები და პერსპექტივის
კანონები 24 მაისი
საქმიანობა - ამ გაკვეთილზე ვისაუბრეთ, რომ მხატვარი ჩანაფიქრისას განსაზღვრავს, თუ როგორ ააგოს სურათი, როგორ გაანაწილოს ფიგურები სიბრტყეზე, როგორ გამოყოს მთავარი გამოსახულება, როგორ დაუკავშიროს
ჩაფიქრებული სიუჟეტი თემას და მოსწავლეც იწყებს პრაქტიკულ სამუშაოს. განვუმარტავ ასევე, რომ სურათის შემადგენელ ელემენტთა(გამოსახულებათა) სიბრტყეზე(ფურცელზე) განაწილებას კომპოზიცია ეწოდება და ვახსნებ ჰაეროვანი და ხაზობრივი
პერსპექტივის კანონებს.
მიზანი -მოსწავლეს გამოვუმუშავოთ კომპოზიციური აგების, ჟანრის ანალიზისა და პერსპექტივის კანონების მიხედვით ნამუშევრის შექმნის უნარი;
მუშაობის ფორმა - ინდივიდუალური;
აქტივობები - ნამუშევრის ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონის '' საკონკურსოდ შერჩეული მონაკვეთის ანალიზი და კომპოზიციურად განაწილება, პრაქტიკული სამუშაო.
მუშაობის ფორმა - ინდივიდუალური;
რესურსი - მუყაოს ქაღალდი , ფანქარი, საშლელი, გუაში და ფუნჯები;
შეფასება - პრაქტიკული სამუშაოს შესრულებისას ჩანაფიქრის შესაბამისი კომპოზიციის აგების ხერხის და პერსპექტივის კანონის გამოყენების უნარი.
შედეგი - ე.ს.გ VI.1. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები ნამუშევრის შექმნისას.

ხატავს სივრცეს პერსპექტივის ძირითადი
კანონების გამოყენებით ( წინა, შუა და უკანა პლანი, ნახევარტონები)
·
ქმნის მრავალფიგურიან კომპოზიციებს
რეფლექსია
თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეამ გამოაცხადა ნახატების კონკურსი „მე ვხედავ მზეს“,რომლის მიზანი იყო: მეტი ჯანსაღი, კულტურული და თვითრეალიზებული მომვალი თაობის აღზრდა.
დასახული
მიზნები შესრულდა. აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად. შესრულდა ყველა აქტივობა.
მოსწავლემ ყველაზე წარმატებულად იმუშავა სახვითი
ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების მიზანმიმართულად გამოყენებისას. გამოსახა ნოდარ დუმბაძის
რომანის ,, მე, ბებია, ილიკო და ილარიონის'' წაკითხვის შედეგად გაჩენილი იდეა კომპოზიციურად (თემა, სიუჟეტი, პერსონაჟი, მხატვრული ხერხი) და
შექმნა მრავალფიგურიანი კომპოზიცია.
მოსწავლემ შეძლო ნამუშევარში სასურველი განწყობილების გადმოცემა ესკიზის
საშუალებით და სიუჟეტით აღძრულ განწობილებაზე საუბარი. გამოუმუშავდა, ჩანაფიქრის შესაბამისად , შესასრულებელი სამუშაოს ეტაპობრივად დაგეგმვისა და ამ ეტაპების ერთმანეთთან დაკავშირების, ასევე კომპოზიციური აგების, ჟანრის ანალიზისა და პერსპექტივის კანონების
მიხედვით ნამუშევრის შექმნის უნარ-ჩვევები.
მოსწავლემ დაძლია ყველა
გეგმით გათვალისწინებული ყველა მიზანი.
მუშაობის პროცესში სამუშაო გეგმის
მოდიფიცირება არ მომხდარა.
გაუმჯობესებას საჭიროებს მხატვრული
ხერხების მრავალფეროვნების გამოყენება.
No comments:
Post a Comment