ხელოვნების პედაგოგი ნათია ჩხიკვაძე (გურგენიძე)

Saturday, 1 June 2019

სოციალური პროექტი ,,ვხატავთ ქველმოქმედებისათვის"


                          პროექტი ,,ვხატავთ ქველმოქმედებისათვის"

სოციალური  პროექტის გეგმა
საგანი:    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება  
კლასი:   VIII
პროექტის სახელწოდება:   „ვხატავთ ქველმოქმედებისათვის
პროექტის მიზანი:                                                                                                                               
v  მო        სწავლეებში ემპათიის გრძნობის განვითარება
              ზოგადი საკომუნიკაციო უნარების განვითარება
v             შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება

  პროექტის საფუძვლები:
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები
იყოს შემოქმედითავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე:
სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს მოზარდის იმ უნარჩვევების განვითარებარომლებიც მისცემს მას საშუალებასუკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალურიინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად;

იყოს კანონმორჩილიტოლერანტი ტოლერანტი მოქალაქე:
 დღევანდელ დინამიკურეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში საზოგადოების ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემისურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევებისკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარირომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლადმოზარდს უნდა შეეძლოს ადამიანის არსებითი უფლებების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის განხორციელება და ამ პრინციპებით ცხოვრება.





ეროვნული სასწავლო გეგმა
..VIII.6.   მოსწავლეს შეუძლია მიმართოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.
                შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ეხმარება კლასელებს შემოქმედებითი და საორგანიზაციო  სიძნელეების გადალახვაში;
·         ეხმარება სხვებს კონკრეტული ამოცანის შესრულებაში და საჭიროების შემთხვევაში მათგან ითხოვს დახმარებას.
·            
..VI    II.9.  მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღო  სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         განსაზღვრავს სხვადასხვა ღონისძიების თემას და მიზანს;
·         აწყობს გამოფენას (თავად შეარჩევს ნამუშევრებს, აწყობს ექსპოზიციას);

პრობლემა:
  საზოგადოებისთვის აქტუალურია სოციალურად შეჭირვებული და დაუცველი ფენა, რომელიც საჭიროებს ფინანსურ, მორალურ  და ფიზიკურ  ჩართულობას არამარტო სახელმწიფოს, არამედ თიოთოეული მოქალაქისაგან მოითხოვს ემპათიასა და თანადგომას.
პრობლემის აქტუალობა:    ჩვენ გარშემო ბევრი სოციალურად დაუცველი და უმწეო ოჯახია. მოსწავლეებმა, საჭიროების შემთხვევაში, ყველა ღონე უნდა იხმარონ და შეძლონ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა, დახმარება, თანაგრძნობა და თანადგომა
ამოცანები:
  • პრობლემის იდენტიფიცირება,
  • მუშა ჯგუფის ორგანიზება,
  • სამუშაო გეგმის შედგენა,
  • სამუშაოს განაწილება შესაძლებლობების მიხედვით,
  • საჭირო რესურსების მოძიება (გამოფენის ორგანიზებისათვის)
  • მშობლებან შეხვედრა და მათი ჩართულობით ქველმოქმედებისათვის საჭირო რესურსების შეგროვება,
  • გამოფენის მოწყობა,
  • სტუმრად მისვლა სოციალურად დაუცველ ოჯახთან
  • პროექტის შეჯამება

აქტივობები
        1)        მოსწავლეთა შეკრება, გეგმის შედგენა 1-3 აპრილი
       2)       მშობლებთან შეხვედრა -  5-7  აპრილი
        3)       რესურსების მობილიზება -8-10  აპრილი
        4)       ნახატების დახარისხება და მომზადება გამოფენისათვის 12-22 აპრილი
        5     საქველმოქმედო გამოფენის მოწყობა - 10 მაისი
        6)      სტუმრად მისვლა სოციალურად შეჭირვებულ ოჯახში 15 მაისი

განხორციელების გზები:
 მოსწავლეებმა  ნაკლებად იციან,  როგორ  დაეხმარონ მათ ირგვლივ არსებულ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, ამიტომ გადავწყვიტე შემეკრიბა მოსწავლები და განმეხილა აღნიშნული თემა. ჩამოვაყალიბეთ მუშა ჯგუფი, გადავწყვიტეთ მოგვეწყო ერთ-ერთი მოსწავლის წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა. ამისათვის დაგვჭირდა მშობლების მხრიდან თანადგომაც, რითვისაც  შევხვდი მათ და ვთხოვე დახმარება. მოვიფიქრეთ გამოფენის სახელწოდება; მოსწავლეებმა დაამზადეს მოსაწვევი ბარათები, მშობელთა და სკოლის სხვა მოსწავლეთა დახმარებით მოვიძიეთ მასალები და მოვაწყეთ გამოფენა. ქველმოქმედებისათვის მოძიებული რესურსით შევაგროვეთ სურსათი და ვესტუმრეთ შეჭირვებულ ოჯახს.
რესურსები   თეთრი და ფერადი ქაღალდები, მუყაოს ყუთები და ქაღალდები, საჭრისი, ცხელი წებო, ფანქრები, ფერადი ფანქრები, საშლელები, ფუნჯები, თოკი, სამაგრები, გუაში, ფერადი სტიკერები, ჭიკარტები, სურსათი.

მოკლევადიანი შედეგი:   მოსწავლეებს განუვითარდათ ემპათიის გრძნობა, ასევე ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები, თანადგომისა და სოლიდარობის ნიშნად მოაწყეს გამოფენა, ესტუმრნენ შეჭირვებულ ოჯახს.

 გრძელვადიანი შედეგი:   მოსწავლეებს განუვითარდათ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები და ემპათიის გრძნობა ინდივიდებთან და ჯგუფებთან.

მონიტორინგი და შეფასება:
რესურსის  მოძიება,
შემოქმედებითი უნარები,
საკომუნიკაციო უნარები,
პრაქტიკული უნარები
მოსწავლეებთან ერთად განვიხილავდი თითოეულ აქტივობის შედეგებს. განხილვისას ვმსჯელობდით ,რა უნდა გაგვეკეთებინა და როგორ, როგორი იყო ჩვენს მიერ განხორციელებული აქტივობები. ვიზიარებდით როგორც მშობლების ასევე სკოლის სხვა მოსწავლეების აზრს. ბოლოს მოვაწყეთ საქველმოქმედო გამოფენაანას ნახატები“, რომელშიც აქტიურად შემოგვიერთდა სკოლის დირექცია,მშობლები და მასწავლებლები. მივიღეთ მათგან უკუკავშირი. აღნიშნული პროექტი მოიწონა სკოლის დირექციამ და მადლობა გამოგვიცხადა გაწეული სამუშაოსათვის.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):   ნათია ჩხიკვაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  natiachxikvadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  kunkulika.blogspot.com












         VIII კლასში განვახორციელეთ სოციალური პროექტი   „ვხატავთ ქველმოქმედებისათვის“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ემპათიის გრძნობის, ზოგადი საკომუნიკაციო უნარების, შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. მივაღწიეთ დასახულ მიზანს. ყველა აქტივობა წარიმართა დაგეგმილი აქტივობების შესაბამისად. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს განუვითარდათ ურთიერთგაგების, პატივისცემისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები. პროექტის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ჩართულობა გამოიწვია მოსწავლეთა მიერ განხორციელებულომა საქველმოქმედო გამოფენამ სახელწოდებითანას ნახატები“, რომელიც ითვალისწინებდა მშობელთა და თემის მონაწილეობით სოციალურად დაუცველი და უმწეო ოჯახის სურსათით დახმარებას.
         გამოფენის დადსასრულს სკოლის ადმინისტრაციამ მადლობა გამოუცხადა მოსწავლეებს განხორციელებული პროექტისათვის.
        პროექტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ერთი აუცილებელობა. ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა მშობელთა და თემთან ერთად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობა. სამომავლოდ გავითვალისწინებთ აღნიშნულს და ვეცდებით ფართო მასშტაბის სახე მივცეთ მსგავს პროექტებს.



No comments:

Post a Comment