სოციალური პროექტის გეგმა
საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
კლასი: VI -VII
პროექტის სახელწოდება: „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“
პროექტის მიზანი:
v მოსწავლეებში ემპათიის
გრძნობის განვითარება
v ზოგადი საკომუნიკაციო
უნარების განვითარება
v შემოქმედებითი და
პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება
პროექტის საფუძვლები:
ზოგადი
განათლების ეროვნული მიზნები
ე) იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე:
სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს მოზარდის იმ უნარჩვევების განვითარება, რომლებიც მისცემს მას საშუალებას, უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად;
თ) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი ტოლერანტი მოქალაქე:
დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში საზოგადოების ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები. სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. მოზარდს უნდა შეეძლოს ადამიანის არსებითი უფლებების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის განხორციელება და ამ პრინციპებით ცხოვრება.
ეროვნული სასწავლო გეგმა
ს.გ.VI.9. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, როდესაც მოსწავლე:
·
აწყობს
და მონაწილეობს სხვადასხვა სახის აქციებში (მაგ. აქცია გარემოს დაცვის თემაზე);
·
ს.გ. VII.5.
მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის
სამუშაო.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ქმნის ნაკეთობების დიზაინის ესკიზებს (სამოსი, ტრანსპორტი, სპორტული
ინვენტარი და სხვ.);
·
აფორმებს სხვადასხვა საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებას, ქმნის
მისალოც და მოსაწვევ ბარათებს, ჩარჩოებს, თასებს, კედლის გაზეთს, აფიშას ზეიმისათვის;
პრობლემა:
მოსწავლეებში
ცნობიერების დაბალი დონე
პრობლემის აქტუალობა: მოსწავლეებს
აქვთ ნაკლები ინფორმაცია დაუნის სინდრომით დაავადებული ადამიანების შესახებ. საჭიროების
შემთხვევაში მათ უნდა შეძლონ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა, დახმარება, თანაგრძნობა
და თანადგომა
ამოცანები:
პრობლემის
იდენტიფიცირება,
მუშა
ჯგუფის ორგანიზება,
სამუშაოს
განაწილება შესაძლებლობების მიხედვით,
საჭირო
რესურსების მოძიება,
თანამედროვე
სახვითი ხელოვნების გალერეაში სტუმრობა და სლოგანის შექმნა წარდგენა.
აქტივობები
1) მოსწავლეთა შეკრება,
გეგმის შედგენა და მშობლებთან შეხვედრა -
5 -7 მარტი
2) თანამედროვე სახვითი
ხელოვნების გალერეის დირექტორთან შეხვედრა - 16 მარტი
3) ვიდეორგოლის წარდგენა,
სლოგანის შექმნა და ფერადი წინდებით საორგანიზაციო კუთხის გაფორმება- 21 მარტი
განხორციელების გზები:
მოსწავლეებს აქვთ ნაკლები ცნობიერება დაუნის სინდრომის
მქონე ადამიანთა შესახებ, აქედან გამომდინარე მსურს აუმაღლდეთ ცნობიერება ამ საკითხში,
ვინაიდან მათ შესაძლოა ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა
გაუჭირდეთ ინფორმაციის ნაკლებობის გამო. ამასთანავე ახლოვდება დაუნის სინდრომის საერთაშორისო
დღე, რომელიც 21 მარტს აღინიშნება. გადავწყვიტე შემეკრიბა მოსწავლები და განმეხილა
აღნიშნული თემა. ჩამოვაყალიბეთ მუშა ჯგუფი, გადავწყვიტეთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო
დღე აღგვენიშნა თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში. შევხვდით მშობლებსა და თანამედროვე
სახვითი ხელოვნების გალერეის დირექტორს. მოვიფიქრეთ სლოგანის სახელწოდება. თანამედროვე
სახვითი ხელოვნების დირექტორის დახმარებით მოვიძიეთ მასალები და გავაფორმეთ საორგანიზაციო
კუთხე.
რესურსები: ფორმატის ქაღალდი, ფანქრები, ფერადი ფანქრები,
საშლელები, ფუნჯები, თოკი, სამაგრები, გუაში, წინდები, კომპიუტერი, ფოტომასალა, ინტერნეტი.
მოკლევადიანი შედეგი: მოსწავლეებს განუვითარდათ ემპათიის
გრძნობა, ასევე ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები, თანადგომისა და სოლიდარობის ნიშნად
შექმნეს სლოგანი, დახატეს წინდები მრავალფეროვანი ორნამენტებით და გააფორმეს საორგანიზაციო
კუთხე.
გრძელვადიანი
შედეგი: მოსწავლეებს განუვითარდათ საკომუნიკაციო
უნარ-ჩვევები ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
კავშირი საგანთან: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ბიოლოგიასა და ისტ-ში (ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში,
პრეზენტაციის მომზადება და ა. შ )
მონიტორინგი და შეფასება:
ინფორმაციის
მოძიება,
შემოქმედებითი
უნარები,
საკომუნიკაციო
უნარები,
პრაქტიკული
უნარები
მოსწავლეებთან
ერთად განვიხილავდი თითოეულ აქტივობის შედეგებს. გვქონდა განხილვები იმის შესახებ რა
უნდა გაგვეკეთებინა და როგო, როგორი იყო ჩვენს მიერ განხორციელებული აქტივობები. ვიზიარებდით
როგორც მშობლების ასევე თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეის დირექტორის აზრს.
ბოლოს აღვნიშნეთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, რომელშიც აქტიურად შემოგვიერთდა
ჩოხატაურის არაფორმალური განათლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი და მისი
ხელმძღვანელი. მივიღეთ მათგან უკუკავშირი. აღნიშნული პროექტი მოიწონა ცენტრმა და მადლობა
გამოგვიცხადა გაწეული სამუშაოსათვის.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნათია ჩხიკვაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: natiachxikvadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: kunkulika.blogspot.com
რეფლექსია
VI-VII კლასებში განვახორციელეთ სოციალური პროექტი სახელწოდებით " მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს". პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ემპათიის გრძნობის , ზოგადი საკომუნიკაციო, ასევე შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. მივაღწიეთ დასახუოლ მიზანს. ყველა ქაქტივობა წარიმართა დაგეგმილი აქტივობების შესაბამისად. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს აუმაღლდათ ცნობიერების დონე დაუნის სინდრომით დაავადებული ადამიანების შესახებ. განხორციელებულმა აქტივობებმა მოსწავლეებში განავითარა ემპათიის გრძნობა. განსაკუთრებით დიდი ზეგავლენა მოახდინა მათ ცნობიერებაზე ვიდეორგოლის ჩვენებამ. პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების პროცესში დაემატა აქტივობა: ჩოხატაურის არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ესაუბრა ბავშვებს დაუნის სინდრომით დაავადებული ადამიანების შესახებ და მადლობა გამოუცხადა გაწეული საქმიანობისათვის.
პროექტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ერთი აქტივობის აუცილებლობა. ვფიქრობ უმჯობესი იქნებოდა მოგვეხერხებინა ასეთი დაავადების მქონე პპირებტან შეხვედრა. სამომავლოდ გაითვალისწინებ აღნიშნულს და ვეცდებით უშუალოდ ჩავრთოტ სწორედ ასეთი დაავადების მქონე პირები მსგავს პროექტებში.
No comments:
Post a Comment