შიდა დაკვირვების გაკვეთილი სახვით
და გამოყენებით ხელოვნებაში
მასწავლებელი - ნათია ჩხიკვაძე
საგანი- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
სწავლების საფეხური/კლასი - მეშვიდე
მოსწავლეთა რაოდენობა-3
თემა -
შევქმნათ პორტრეტი
მიზანი- შეძლოს: პორტრეტის
ჟანრული თავისებურებების გათვალისწინებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება, განუვითარდეს
მასალის, ტექნიკის ფლობის და ჩანაფიქრის განხორციელებისადმი შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.
შედეგი- განახორციელა პრაქტიკული საქმიანობა, განუვითარდა მასალის
ტექნიკის ფლობის და ჩანაფიქრის განხორციელებისადმი შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.
სტანდარტი- ს.გ. VII. 2 - ირჩევს შესაბამის გამომსახველობით ხერხებს, მასალას,
ტექნიკას და თემატიკას განწყობილების გადმოსაცემად;
ს.გ. VII. 4იყენებს სხვადასხვა
კულტურისა და პერიოდის მხატვრების ნამუშევრებს, როგორც წყაროს საკუთარი ნამუშევრის
შესაქმნელად;
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
რესურსი
|
დრო
|
თითოეული აქტივობის მიზანი
|
1
|
მიზნის და შეფასების სქემის გაცნობა. მისალმების შემდეგ
მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის მიზანს და შეფასების სქემას.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელ კლასთან
|
მიზანი და შეფასების სქემა
|
2წთ
|
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზანი, შეფასების
კრიტერიუმები
|
2
|
წინარე ცოდნის გააქტიურება. მოსწავლეები იმსჯელებენ
პორტრეტის ჟანრის თავისებურებებზე, ახსნიან თუ რა გამომსახველობითი ხერხებია მნიშვნელოვანი
ნამუშევრის შექმნისას და გაიხსენებენ მხატვრებს
რომლებიც გატაცებულნი იყვნენ პორტრეტებით
|
კითხვა პასუხი
|
ინდივიდუალური
|
განმავითარებელი კომენტარები
|
5წთ
|
იმსჯელებენ პორტრეტის ჟანრის თავისებურებებზე
|
3
|
ახალი მასალის გაცნობა. მოსწავლეებს ვთხოვ გაეცნონ
სახელმძღვანელოში მოცემულ ინფორმაციას
|
სახელმძღვანელოზე მუშაობა
|
ინდივიდუალური
|
სახელმძღვანელო
|
10წთ
|
გაეცნობიან ახალ მასალას
|
4
|
მსჯელობა სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაციის შესახებ.
მოსწავლეებმა იმსჯელონ თითოეული ნამუშევრით აღძრულ
შთაბეჭდილებაზე, გაიხსენონ მათთვის ცნობილი ნიმუშები და გამოთქვან მოსაზრება თუ როგორ და რა ხერხით
არის ნამუშევარში გადმოცემული მხატვრის ჩანაფიქრი და რომელი ნამუშევარი შეიძლება
იქცეს წყაროდ მათი ნამუშევრებისათვის
|
მსჯელობა
|
ინდივიდუალური
|
განმავითარებელი კომენტარები
|
5წთ
|
მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებას სახელმძღვანელოში
გაცნობილი ინფორმაციის საფუძველზე და იმსჯელებენ საკუთარ დამოკიდებულებაზე მხატვრის
ჩანაფიქრისადმი
|
5
|
ილუსტრაციებზე
დაკვირვება. მოსწავლეებს ვაჩვენებ ლეონარდო და სხვადასხვა მხატვრების რეპროდუქციებს
ვთხოვ დააკვირდნენ და მივცემ განმარტებებს რომელიც დაეხმარებათ შექმნან მხატვრული
ნამუშევარი
|
რესურსის ჩვენება
|
მთელი კლასი
|
რეპროდუქციები
|
3წთ
|
მოსწავლეებს განუვითარდებათ
შემოქმედებითი აზროვნება და ფანტაზიის უნარი
|
6
|
„ ჩვენი სახელოსნო“
მოსწავლეები გამოავლენენ
საკუთარ შემოქმედებითობას და შექმნიან პორტრეტებს, რომელშიც გადმოსცემენ გამომსახველობით
ხერხებს და საკუთარ დამოკიდებულებას გაკვეთილზე აღძრული შთაბეჭდილებებით
|
პრაქტიკული საქმიანობა
|
ინდივიდუალური
|
პასტელი, გუაში, პასტელი, პროექტორი, სახელმძღვანელო
და სხვა.
|
20წთ
|
შექმნიან ნამუშევარს პორტრეტის თემაზე
|
7
|
შეფასება. მოსწავლეებს შევაფასებ შეფასების რუბრიკის
მიხედვით
|
მასწავლებლის შეფასება სქემის მიხედვით
|
ინდივიდუალური
|
შეფასების სქემა
|
2წთ
|
შეფასების სქემა
|
საგნის მასწავლებელი : /ნ. ჩხიკვაძე/
პრაქტიკული საქმიანობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
1-4
5-6
7-8
9-10
სწორად შერჩეული მასალა
ვერ შეარჩია მასალა
შეარჩია მასალა, მაგრამ თემასთან ნაკლებ კავშირშია
ვერ გადაწყვიტა საბოლოოდ ორიდან რომელი ურჩევნია
მასალა სწორად არის შერჩეული
გამომსახველობითი ხერხები
ვერ იყენებს გამომსახველობით ხერხებს
ნაწილობრივ იყენებს გამომსახველობით ხერხებს
იყენებს გამომსახველობით ხერხებს, მაგრამ ვიზუალურად
ნაკლებად შეესაბამება
მოსწავლე სწორად იყენებს გამომსახველობით ხერხებს
შემოქმედებითი
უნარები
არ არის შემოქმედებითი
ცდილობს ინოვაციის შეტანას, მაგრამ ვერ ახერხებს
შემოაქვს სიახლე მაგრამ არ არის დასრულებული
მოსწავლე სრულიად ახალ ვიზუალურად და შინაარსობრივად
გამართულ ნამუშევარს
შედეგი
ვერ წარმოადგინა ნამუშევარი
დასრულებული სახით ვერ წარმოადგინა ნამუშევარი
ნამუშევარს ვერ გაუკეთა სახესრული პრეზენტაცია
მოსწავლემ წარმატებით გაართვა თავი პრაქტიკულ საქმიანობას
No comments:
Post a Comment