ხელოვნების პედაგოგი ნათია ჩხიკვაძე (გურგენიძე)

Friday, 20 May 2022

კომპლექსური დავალება "თბილი და ბარაქიანი შემოდგომა"

 ფორუმი

კომპლექსური დავალება

თემა:     თბილი და ბარაქიანი შემოდგომა

კლასი: II 

საათების რაოდენობა : 7 სთ

სამიზნე ცნებები :

 

·         სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები (ელემენტები) და ხერხები (პრინციპები)

·         სახვითი ხელოვნების ტექნიკა

·         სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები

 შედეგები -ს.გ. დაწყ. (II).1,2,4,5,6.

 

საკითხები / ქვეცნებები  

(1) ხაზი- სხვადასხვა ტიპის,  ფერი, ფორმა (ბუნებაში არსებული, მარტივი გეომეტრიული).

(2) ტექნიკა - გრაფიკა, აპლიკაცია.

(3) ჟანრები - ნატურმორტი

 

კომპლექსური დავალების პირობა  

შექმენი  ნატურმორტი (3) შემოდგომის თემაზე  (ხილით, ყვავილებით და სხვა), გადაწყვიტე   დახატავ  თუ აპლიკაციის ტექნიკას გამოიყენებ.

 

ამისათვის:

·     (2) ჩანაფიქრის შესაბამისად აირჩიე მასალა, რომელშიც იმუშავებ (ფანქრები, პასტელი ან ფერადი ფურცლები)

·     (1) გამოიყენე სხვადასხვა ტიპის ხაზი,  შენთვის ნაცნობი ფერები (თბილი, ცივი) და  ფორმები (ბუნებაში არსებული ან მარტივი გეომეტრიული);

 

ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე, ხაზგასმით წარმოაჩინე:

·      როგორი  ტიპის ხაზი გამოიყენე?

·      თბილი ფერები გამოიყენე თუ ცივი?

·      როგორი  ფორმები გამოიყენე ჩანაფიქრის გადმოსაცემად?

·      რა ჰქვია ჟანრს, რომელიც შექმენი ?

·      შენი აზრით როგორ გაართვი თავი დავალებას?

·      რას გააკეთებდი განსხვავებულად ახლიდან რომ იწყებდე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას?

 

ნაბიჯები:

თბილი და ბარაქიანი შემოდგომა.pptx

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ  დავალებაზე:

https://www.youtube.com/watch?v=cye1JTGpIZE

https://www.youtube.com/watch?v=o9AQZ8rGRNY

 https://www.youtube.com/watch?v=9dV2-e5eupg

 


No comments:

Post a Comment